აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდა.

“ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, დღეიდან ელექტროენერგია ორ-ორი საათით, დღეში 6 საათით გაითიშება.

“ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის (414 მ) და მასში წყლის არასაკმარისი დინების (60 მ3/წმ) გამო, ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით, ჩერნომორენერგო იძულებულია შემოიღოს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვების ახალი გრაფიკი. შეზღუდვები სიტუაციის გამოსწორებამდე დარჩება”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები