25 მარტი თემო გოცაძის დაბადების დღეა
დღეს ქართველ მხატვარს, თემო გოცაძეს 83 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ის იმ ფერმწერთა შორისაა, რომელმაც ქართულ მხატვრობაში სიურეალიზმი, როგორც მიმდინარეობა დაამკვიდრა.
„დიდი ზომის, ფერადი ფორმებითა და ლაქებით შესრულებული დინამიკური კომპოზიციები მხატვრის ინდივიდუალურ ესთეტიკურ სამყაროს გვაცნობს, რომლის თემატიკა მდიდარია: უბრალო პეიზაჟებიდან მითოლოგიურ-რელიგიურ სიუჟეტებამდე.
თემო გოცაძე 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, ხოლო 1995-2005 წლებში სურათების ეროვნულ გალერეას ედგა სათავეში. მას საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება აქვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.