„ჩემი რობერტ ფროსტი“ – ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ოლესია თავაძის გრაფიკულ სერიას უმასპინძლებს

26 მარტიდან ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვარ ოლესია თავაძის გრაფიკული სერია – „ჩემი რობერტ ფროსტი“, რომელიც XX საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება.
„ჩემი რობერტ ფროსტი“ – მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. მათ ეპიცენტრში XX საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი – რობერტ ლი ფროსტი (1874-1963) აღმოჩნდა. პოეტი-ფილოსოფოსი, რომლის შემოქმედება ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულობას ეძღვნება. ქართველი მხატვარი დიდი ამერიკელის სწორედ ამ თვისებებმა მიიზიდა.
ლიტერატურის მუზეუმში ექსპონირებული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი პოეტური ნაწარმოების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. ამ მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი ამბობს: „ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს… ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია და საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო“, – ნათქვამია ლიტერატურის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები