“არ ვიცი რაზე დაყრდნობით მოხდა მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს. როგორც კახიძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, არავითარი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის არ არსებობს.
“არავითარი დასაბუთება სასამართლოს განჩინებაში არ გვხვდება. შესაბამისად, არ ვიცით რაზე დაყრდნობით, რა მიზეზით მოხდა ქონების დაყადაღება. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. არავითარი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, რადგან ნებისმიერი ბრალდებულის შემთხვევაში გამოდის, რომ მართლმსაჯულებას შეუძლია დააყადაღოს, როგორც ბრალდებულის ქონება, ისე მისი ოჯახის წევრის ქონება ისე, რომ არავითარი კავშირი არ დაადგინოს დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის. დაყადაღებულ ქონებასა და დანაშაულს შორის მიზეზ-შედეგობრივობა უნდა დადგინდეს. ანუ ეს ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაული და შემდგომ უნდა მოხდეს ყადაღის გადაწყვეტილების მიღება და ეს უნდა მოხდეს დასაბუთებულად“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები