ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც ჩაატარებს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისას ისრაელს სურს – აშშ-ს დაეყრდნოს, თუმცა, მზად არის, ის მარტოდ ჩაატაროს.

ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე თქვა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მორიგი ვიზიტით იმყოფება.

„დღეს სახელმწიფო მდივან ბლინკენს შევხვდი. ვუთხარი, რომ ნამდვილად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ უკვე 5 თვეა, “ჰამასის ” წინააღმდეგ ერთად ვიბრძვით. ასევე, ვუთხარი, რომ ჩვენ ვაღიარებთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობას საბრძოლო ზონებიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მაგრამ მე, ასევე, ვთქვი, რომ ჩვენ არ გვაქვს “ჰამასის” დამარცხების შესაძლებლობა რაფაჰში შესვლის და იქ დარჩენილი ბატალიონების განადგურების გარეშე. მე ვუთხარი, რომ ვიმედოვნებთ,  ამას აშშ-ის მხარდაჭერით გავაკეთებთ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ამას მარტო გავაკეთებთ“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები