თურქეთში პედოფილიაში ბრალდებულ მამაკაცს 200 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლში პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს, რომელსაც 196-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამის შესახებ CNN Turk-ი წერს.

გამოძიების ცნობით, სტამბოლში, ბაღჯილარის რაიონში წყლით მოვაჭრე 60 წლის მეთინ შენაი რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ მაღაზიაში სპეციალურად აღჭურვილ ხმის იზოლაციითა და ფანჯრების არმქონე ოთახში ბავშვებს აუპატიურებდა.

საუბარია, სულ მცირე, ოთხ ცნობილ შემთხვევაზე, მათ შორის მსხვერპლთა შორის მისი ნათესავების შვილებიც იყვნენ. ერთ-ერთ მსხვერპლს ის 10 წლის განმავლობაში აუპატიურებდა.

ბავშვების ვინაობა იმ ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ამოტვიფრული, რომელშიც მათ აუპატიურებდნენ.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ 9 თვის წინ Google Maps-ზე Shenaya’s store-ის კომენტარებში უცნობმა მომხმარებელმა საიდუმლო ოთახის არსებობასა და გაუპატიურების შემთხვევებზე მიუთითა.

მამაკაცი გასული წლის მაისში დააკავეს და მის ტელეფონში ასობით ვიდეო აღმოაჩინეს, თუმცა, მომხდარის დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 7 მაისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები