მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარში მასობრივი რეკრუტირებისთვის ემზადება, რომ მოხდეს ხარკოვის ალყაში მოქცევა. უახლოეს დროში რუსულ არმიაში, სულ მცირე, 300 ათასი ადამიანის აყვანა იგეგმება, ყველა მათგანი უკრაინაში იქნება გაგზავნილი.

ამის შესახებ “ვიორსტკას” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რეგიონულ მთავრობებში ოთხმა წყარომ უთხრა.

თავდაპირველი აქცენტი გაკეთდება რეზერვისტებზე, რომელთა რაოდენობა რუსეთში, დაახლოებით, 2 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ომში გაგზავნას ასევე წვევამდელებს და სამხედრო სამსახური მოხდილებს უპირებენ.

„მიზანია – კონტრაქტის გაფორმება მათთვის, ვისაც აპრილამდე მსახურების ვადა ეწურება, ასევე, მათთვის, ვინც მსახურება გასულ წელს დაასრულა. მათ “დაყოლიებას” ყველა გზით შეეცდებიან”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო.

კონტრაქტის გაფორმების იძულების იდეა გამოწვეულია იმით, რომ ომში წასვლის მსურველთა ნაკადი იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები