ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის სეისმოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე იყო, ყირგიზეთის სოფელ კარა-ტეიტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში და ქალაქ ბატკენიდან 124 კილომეტრში.

რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ყირგიზეთის ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები