აშშ-მა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპანიას სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ტექნოლოგიურ გიგანტს სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებასა და კონკურენციის ჩახშობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სარჩელში, იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კომპანიამ iPhone-ის სმარტფონები კონკურენტებისა და მომხმარებლების არჩევანის უკანონოდ შეზღუდვის მიზნით გამოიყენა.

სარჩელი კომპანიას ახალი აპლიკაციების ზრდის შეფერხებასა და კონკურენტი პროდუქტების მიმზიდველობის შემცირებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, Apple-მა აღნიშნული ბრალდებები უარყო და პირობა დადო, რომ სარჩელის წინააღმდეგ „ენერგიულად“ იბრძოლებს.

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ კომპანია „ძირს უთხრის აპებს, პროდუქტებსა და სერვისებს, მომხმარებლებს iPhone-ზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა და მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის ხარჯებს შეამცირებდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები