„ევროპა უკრაინის ფარი უნდა იყოს“ – რობერტა მეცოლა

უკრაინა ევროპისთვის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროპაც უნდა იყოს უკრაინის ფარი რუსული აგრესიისგან, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი“, – აღნიშნა მეცოლამ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის ეს პოზიცია გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას დაამტკიცა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა“, – დასძინა მეცოლამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები