ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყანდაარის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
სააგენტოს ცნობით, ტერორისტმა თავი ქალაქ ყანდაარში, ბანკის წინ აიფეთქა, რის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.