IDF: ალ-შიფას საავადმყოფოსთან 140-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის დროს 140-ზე მეტი რადიკალი მოკლეს და ტერორისტების ინფრასტრუქტურა და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ არმიის ტელეგრამშია ნათქვამი.

„IDF აგრძელებს ზუსტ კონტრტერორისტულ ოპერაციებს ალ-შიფას ჰოსპიტალში. გასული 24 საათის განმავლობაში ორმხრივი სროლის შედეგად, 50-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, გამოვლენილია ტერორისტების ინფრასტრუქტურა და იარაღის საწყობები. ოპერაციის შედეგად, სულ 140-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ სამხედროები ცდილობენ, ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

სამხედროები, ასევე, აგრძელებენ ოპერაციებს ანკლავის სხვადასხვა რაიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები