კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის არქივში დაცული ფოლკლორული მასალების კატალოგიზაცია დაიწყო

საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტის ფარგლებში, კონსერვატორიის გრიგოლ ჩხიკვაძის სახელობის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის არქივში დაცული ფოლკლორული მასალების კატალოგიზაცია დაიწყო.
ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
„არქივში აღიწერება როგორც ხმოვანი, ისე ხელნაწერი და ფოტო ფონდი – ყველა ტიპის ფოლკლორული შინაარსის დოკუმენტი და რამდენიმე თვეში კატალოგის სახით ხელმისაწვდომი გახდება ფოლკლორის ცენტრის მიერ შექმნილ ონლაინპლატფორმაზე folkcatalog.ge.
„პროექტის მიზანია საქართველოს არქივებში დაცული ფოლკლორული მასალების საერთო კატალოგის შექმნა, რაც დაინტერესებული პირებისთვის მასალებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
კატალოგიზაციის პროექტის ფარგლებში უკვე მოხდა ეროვნულ არქივში, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუსა და საქართველოს რადიოს ფონდში დაცული მასალების აღწერა.
პროექტის ხელმძღვანელი – სანდრო ნათაძე;
მთავარი სპეციალისტი – თეონა რუხაძე.
სამუშაო ჯგუფი – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მოხალისეთა ჯგუფ Folk-ახალგაზრდობის წევრები – მარიამ ბუაძე და გიორგი არახამია და გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გრიგალაშვილი.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები