ირაკლი ალასანიას ციხე ემუქრება?

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პრეზიდენტთან შეთქმულება რომ არ დაბრალდეს, ბალანსის პოლიტიკას თამაშობს – ამის შესახებ “ალიასთან“ ინტერვიუში იურისტი ვალერი გელბახიანი აცხადებს. გელბახიანის თქმით, ალასანიაზე არსებობს კომპრომატები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილ დარღვევებს ეხება.
„ვიღაცას რომ საბაბი არ მიეცეს ღარიბაშვილისა და ივანიშვილის გუნდში, რომ ალასანია მოღალატეა და უნდა დაისაჯოს, ამიტომ აყვირებს თავისი გუნდის წევრებს. ალასანიას დასჯა გაცილებით ადვილია, ვიდრე პრეზიდენტის. მით უფრო, მასზე არსებობს კომპრომატები, ტყუილად არ შეამოწმა აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტრო, და თუკი ის დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს, მას არა მარტო მინისტრის პოსტს დაატოვებინებენ, არამედ შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს იმ დარღვევების გამო, რაც უკავშირდება სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებს. ღარიბაშვილს ხვალვე შეუძლია გაათავისუფლოს ირაკლი ალასანია, მაგრამ ამას ჯერ არ გააკეთებს. ალასანიასაც შეხედეთ, როგორ იქცევა, არც მწვადს წვავს და არც შამფურს“, – აცხადებს გელბახიანი.

10501204_298325783706945_1095332981_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები