ენგელსზე დრონების თავდასხმაა – ქალაქში რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომია განლაგებული
სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე გვიან ღამით დრონებით იერიში მიიტანეს.
როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.
მისი ინფორმაციით, მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა.
ამავე დროს, ენგელსის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას ქალაქში აფეთქებების სერიის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სარატოვის ოლქის თავზე ოთხი „თვითმფრინავის ტიპის“ დრონი განადგურდა.
ენგელსი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 600 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაბაზა – “ენგელს 2” მდებარეობს. ავიაბაზა უკვე რამდენჯერმე იყო დარტყმების სამიზნე.