ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 118-ე შეხვედრა დღეს გაიმართება
დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 118-ე შეხვედრა გაიმართება.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე კვლავაც მოითხოვს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.
მხარეები ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.