ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სპორტულ ფეხსაცმელში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ღირებულების ოქროს ნაკეთობები. ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს, ხოლო ამოღებული ოქროს ნაკეთობების ღირებულების დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები