ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნას განიხილავს.
ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“, თეთრ სახლში გამართული დისკუსიების საფუძველზე ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ტომაჰავკები“ ჯერ არ არიან მიწოდების სიაში. თუ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ მეტი ბერკეტი დასჭირდება, მათი უკრაინაში განლაგება მოგვიანებით გადაწყდება. ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, რაკეტის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრი იქნება და ის მოსკოვს და სანქტ-პეტერბურგს მიაღწევს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, კიევი აშშ-სგან დიდი ალბათობით ნებართვას მიიღებს, რომლის მიხედვითაც სამხედროები შეძლებენ უკრაინის მარაგში არსებული 18 ერთეული „ატაკამსის“ ტიპის რაკეტის სრული შესაძლებლობით გამოყენებას. ისინი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ისინი შეძლებენ დაარტყან სამხედრო ბაზებს, აეროდრომებსა და მომარაგების საწყობებს რუსეთის სიღრმეში, რომლებიც ამჟამად მოქმედების რადიუსის მიღმაა.