„ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – კონკურსი ცხადდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
ფერწერის, ფოტოგრაფიის, გრაფიკის, ინსტალაციის, მულტიმედიისა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების პროექტების მხარდაჭერა;
გამოფენების, ვორკშოპების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვა ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში;
შემოქმედებითი თანამშრომლობისა და ინოვაციური მიდგომების წახალისება;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
შესაძლებელია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 60 000 ლარი.
პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება შემოქმედებითი საქართველოს სოციალურ ქსელებში არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოსი.
განაცხადების მიღება წარმოებს 10 – 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
დეტალური ინფორმაცია, საკონკურსო პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi1
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში 09:00 – 18:00 სთ-მდე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები