პუტინმა მესამე ომის შესაძლებლობაზე ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ნატოსთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება, ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.
ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბში განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი. არ მგონია, ამ საკითხით ვინმე იყოს დაინტერესებული”, – თქვა მან.
კრემლის ლიდერის მტკიცებით, უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედროები უკვე იმყოფებიან და იქ მათთვის არაფერი კარგი არ ხდება. დიდი რაოდენობით იღუპება”,- თქვა მან.