რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში 87,33%-ით პუტინი იმარჯვებს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15,16 და 17 მარტს ჩატარდა, ოქმების 99,52%-ის დამუშავების შემდეგ, გამარჯვება კრემლის მოქმედმა ლიდერმა – ვლადიმერ პუტინმა უკვე მეხუთედ მოიპოვა.

მეორე ადგილზე 4,30% ხმით ნიკოლაი ხარიტონოვი გადის; მესამეა, ლეონიდ სლუცკი – ხმების 3,20%-ით; და 3,81%-იანი მხარდაჭერით ვლადისლავ დავანკოვი.

პუტინი მეგობარი ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობებისგან მილოცვებს იღებს, რომელთაგან პირველი იყო კუბის მთავრობა. ქვეყნის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ბრუნო როდრიგეს პარილას თქმით, პუტინის გამარჯვება არის “რუსი ხალხის მიერ ქვეყნის ხელმძღვანელის აღიარების დამაჯერებელი მტკიცებულება”.

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამარჯვება დასავლეთის იმპერიალიზმზე მოიპოვა.

“პუტინმა დასავლეთის კოლექტიურ იმპერიალიზმს ომი მოუგო. ეს არის რუსების ღირებულებების დემონსტრირება. არჩევნებში პუტინის გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მოძრაობას მრავალპოლარული, დაბალანსებული სამყაროსკენ. პუტინი და რუსეთი ყველა ფრონტზე იმარჯვებენ”, – განაცხადა მადურომ.

ბოლივიის მთავრობა “მოძმე ვლადიმერ პუტინს” ხელახალ არჩევას ულოცავს. ქვეყნის მთავრობის მეთაურის, ლუის არსეს მილოცვის წერილში ნათქვამია, რომ “ეს დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს რუსი ხალხის ერთიანობას მათი სუვერენიტეტისა და მუდმივი განვითარების გარშემო”.

პუტინისადმი გაგზავნილ ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის წერილში ნათქვამია, რომ “კენჭისყრის შედეგები კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა თქვენი მაღალი პოლიტიკური ავტორიტეტის და რუსეთის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის”.

მილოცვის წერილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმაც გაგზავნა, თუმცა, ის ვლადიმერ პუტინს ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაეცემა. შინაარსი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები