ნიგერიაში 300-მდე ბავშვი გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვენ

ნიგერიაში შეიარაღებულმა ჯგუფმა 7 მარტს სკოლიდან 280-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა და ახლა გამოსასყიდის სახით ერთ მილიონ ნაირს (620 432 დოლარი) ითხოვს.

Reuters-ს გატაცებული ბავშვების ოჯახების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ გამტაცებლები მას დაუკავშირდნენ.

მისი თქმით, ისინი ულტიმატუმს აყენებენ: “თუ ფულს 20 დღეში არ მიიღებენ, ყველა მძევალს მოკლავენ”.

ნიგერიის უსაფრთხოების ძალები გამტაცებლების და მძევლების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

7 მარტს ნიგერიის ჩრდილოეთით, სოფელ კურიგას სოფელს 50-მდე ადამიანი დაესხა თავს და 7-დან 15 წლამდე 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცა. მოგვიანებით მათი ნაწილი გამოუშვეს, თუმცა, სულ მცირე, 286 ბავშვი წაიყვანეს.

სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მოსწავლეების გადარჩენის მცდელობისას ერთი ადამიანი მოკლეს.

ნიგერიაში ბავშვებისა და ქალების გატაცება ხშირი მოვლენაა. ​კურიგას ამჟამინდელი გატაცება 2014 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. მაშინ რადიკალურმა დაჯგუფება “ბოკო ჰარამმა” ჩიბოკის ჰოსტელიდან 270-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გაიტაცა. მათგან 98 ტყვედ რჩება, მათ აიძულებენ გამტაცებლებზე დაქორწინებას, ნაწილი სახლში შვილთან ერთად დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები