ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მართლმადიდებლურმა წმინდა სინოდმა გამოაცხადა, რომ პატრიარქი ფილტვების პრობლემების გამო ოთხი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.
15 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შემდგარი სინოდი დროებით პატრიარქს აირჩევს, სანამ უფრო დიდი საეკლესიო საბჭო პატრიარქ ნეოფიტეს მემკვიდრეს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში არ აირჩევს.
მართლმადიდებლური ქრისტიანობა ბულგარეთში დომინანტური რელიგიაა. პატრიარქი ნეოფიტე ეკლესიის წინამძღოლი 11 წლის განმავლობაში იყო.
სიმეონ ნიკოლოვი დიმიტროვი 1945 წლის 15 ოქტომბერს სოფიაში დაიბადა, 1971 წელს სოფიაში სასულიერო აკადემია დაამთავრა. სახელი – ნეოფიტე 1975 წელს მიიღო ბერად აღიკვეცა ტროას მონასტერში. სასულიერო აკადემიაში საეკლესიო გალობას ასწავლიდა, ხელმძღვანელობდა მის გუნდს და იყო მისი რექტორი, სანამ 1994 წელს ეპისკოპოსი გახდებოდა.