რუსებმა კრივი რიჰი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰი დაბომბეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.

„კრივი რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. სამი გარდაცვლილი და 38 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – წერს კლიმენკო.

მტრის თავდასხმის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. მოსახლეობა მათ ბინებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენაში ეხმარება და ნანგრევების ქვეშ მყოფთა ძებნას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები