აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.

„დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის სახელით, ვაცხადებ 300 მილიონი დოლარის გადაუდებელ პაკეტს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის ზოგიერთი გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

მანვე დასძინა, რომ პაკეტი შეიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალასა და GMLRS-ის ჭურვებს HIMARS-ის სისტემებისთვის, რაც უკრაინას ძალიან სჭირდება რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

ცნობისთვის, აღნიშნული დახმარება არის პირველი ნაბიჯი ბოლო თვეების განმავლობაში, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ მიერ იბლოკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები