Reuters: აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული დახმარება იქნება პირველი ნაბიჯი ბოლო თვეების განმავლობაში, რადგან კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ მიერ იბლოკება.
წყაროების ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.