ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი კრემლმა უნდა გადადგას

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, პიეტრო პაროლინი უკრაინის შესახებ რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პირველი ნაბიჯი აგრესორმა ქვეყანამ უნდა გადადგას.

მის კომენტარს Corriere ავრცელებს.

პაროლინას, რომელიც პონტიფიკოსის თანაშემწე და წმინდა საყდრის დიპლომატიის ხელმძღვანელია, ჰკითხეს, რატომ მიმართავდა პაპი მხოლოდ ერთ მხარეს, უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი.

საპასუხოდ პაროლინამ 25 თებერვლის, ფრანცისკეს განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ მასში პაპმა გამოთქვა აზრი „დიპლომატიური პირობების შექმნის სასარგებლოდ, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.

„ამ თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ასეთი პირობების შექმნა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მხარეზე და ამის პირველი პირობა, ჩემი აზრით, სწორედ აგრესიის შეწყვეტაა“, – განაცხადა პაროლინმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომის პაპმა ისაუბრა „მოლაპარაკების გამბედაობაზე“ და ეს არ ნიშნავს კაპიტულაციისკენ მოწოდებას.

„წმინდა საყდარი იცავს ამ ხაზს და აგრძელებს ზავისკენ მოწოდებას. აგრესორები უნდა იყვნენ ისინიც, ვინც ცეცხლს წყვეტს და მოლაპარაკებებს უხსნის კარს. წმინდა მამა განმარტავს, რომ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა არ არის სისუსტე, არამედ ძალაა. აქ არ არის საუბარი დანებებაზე – არამედ გამბედაობაზე. და ის გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ მეტი ადამიანის სიცოცხლე, ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც გახდნენ ამ ომის მსხვერპლნი ევროპის გულში“, – თქვა კარდინალმა პაროლინმა.

მან დასძინა, რომ ეს მოწოდება აქტუალურია როგორც უკრაინის ომთან, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა ომებთან მიმართებით.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ვატიკანი უკრაინაში დიპლომატიური გადაწყვეტის შანსებს, კარდინალმა დადებითად უპასუხა.

”რადგან ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დამოკიდებულია ადამიანის ნებაზე, ყოველთვის არის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი არ არის რაიმე უკონტროლო სტიქიური უბედურების შედეგი, არამედ მხოლოდ ადამიანის ნების მოქმედება. და იგივე ადამიანის ნებას, რომელმაც გამოიწვია ეს ტრაგედია, აქვს შესაძლებლობა – და პასუხისმგებლობა – გადადგას ნაბიჯები მის დასასრულებლად და გზა დიპლომატიური გადაწყვეტას გაუხსნას“, – თქვა პიეტრო პაროლინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები