როგორ მუშაობს ოქროს ლომბარდი?
ოქროს ლომბარდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისია, რომელსაც ადამიანები სწრაფი ფინანსური დახმარების მისაღებად მიმართავენ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიტანო ოქროს ნივთები და სანაცვლოდ მიიღო სესხი.
ლომბარდის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, მომხმარებელი მიაქვს ოქროს ნივთი ლომბარდში, სადაც შემფასებელი დაათვალიერებს მას და განსაზღვრავს ღირებულებას ოქროს წონისა და სისუფთავის მიხედვით. შემდეგ, ლომბარდი სთავაზობს მომხმარებელს სესხს ამ ღირებულების გარკვეული პროცენტის ოდენობით.
თუ მომხმარებელი დათანხმდება შეთავაზებულ თანხას, ის ტოვებს ოქროს ნივთს ლომბარდში და სანაცვლოდ იღებს სესხს. ლომბარდი განსაზღვრავს სესხის ვადას და საპროცენტო განაკვეთს. ჩვეულებრივ, სესხის ვადა მერყეობს ერთი თვიდან რამდენიმე თვემდე, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის წლიური 20%-დან (ლიდერ კრედიტში ეს ციფრი 18.3%-ია).
სესხის ვადის გასვლისას, მომხმარებელს შეუძლია დაფაროს სესხი დარიცხული პროცენტებით და დაიბრუნოს ოქროს ნივთი. თუ ვადაში ვერ ახერხებს სესხის დაფარვას, ლომბარდს აქვს უფლება გაყიდოს ლომბარდში ჩადებული ნივთი და მიღებული თანხით დაფაროს სესხი. თუმცა, ხშირად ლომბარდები თანახმა არიან გააგრძელონ სესხის ვადა, რათა მომხმარებელს მიეცეს მეტი დრო ვალის დასაფარად.
ლომბარდში მიტანილ ოქროზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ზარაფხანებისა და იუველირების მხრიდან. შესაბამისად, ლომბარდს შეუძლია ადვილად გაყიდოს ოქრო და დააბრუნოს თავისი ფული. ეს ამცირებს მათ რისკებს და შესაძლებლობას აძლევს დააწესონ მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები.
მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ლომბარდი სწრაფი და ადვილად ხელმისაწვდომი გზაა ფულის მისაღებად, თუ სესხის მთხოვნელი კომპანიას არასწორად შეარჩევს, შესაძლოა ამან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნას. მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, მომხმარებლებს შეიძლება გაუჭირდეთ სესხის დაფარვა, რაც საბოლოოდ მათ ოქროს ნივთებს დააკარგინებს.
სწორედ, ამიტომ ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლიდერ კრედიტი გაძლევთ საშეღავათო პერიოდს და გადაცილების შემთხვევაში არ გარიცხავთ ჯარიმას.
ასევე, ზოგიერთ ლომბარდში ნივთების შეფასება ხდება მათი რეალური ღირებულების ქვემოთ, რაც არახელსაყრელ პირობებში აყენებს მომხმარებლებს. ამიტომ, სანამ ლომბარდს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეთ და შეაფასოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და აირჩიოთ სანდო პარტნიორი.