ნიჟნი ნოვგოროდში “ლუკოილის” ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის
ნიჟნი ნოვგოროდში დრონების თავდასხმის შედეგად, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა განაცხადა.
ადგილობრივების თქმით, ქარხანაში ნავთობის გადაქაჩვის დანადგარი იწვის, რომელიც ასეთი საწარმოებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ნიკიტინმა განმარტა, რომ დრონების თავდასხმა ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში მოხდა. მსხვერპლი არ არის.
უკრაინელი ჟურნალისტის, დენის კაზანსკის თქმით, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში “ლუკოილის” ნავთობის ქარხანა იწვის.