აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთს არ სურს კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან
რუსეთს არ სურს პირდაპირი კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ამის შესახებ ამერიკული დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, არ სურს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ნატოს ძალებთან და გააგრძელებს ასიმეტრიულ აქტივობას იქამდე, ვიდრე ისინი მიიჩნევენ, რომ არსებობს გლობალური მასშტაბის კონფლიქტის ზღვარი“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის წლიურ ანგარიშში.
ამავდროულად, აშშ-ს დაზვერვა რუსეთს „სტაბილურ და ქმედუნარიან მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს.