FBI-მ შეერთებულ შტატებში ტერორისტული საფრთხის ახალი დონის შესახებ განაცხადა
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ტერორისტული საფრთხის დონე სრულიად სხვა დონეზე გადავიდა და გაცილებით მეტი სიფხიზლეა საჭირო, – ამის შესახებ FBI-ს დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ამ განცხადებით უპასუხა ტერორისტული საფრთხის დონისა და ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების რისკის შესახებ დასმულ შეკითხვას.
„7 ოქტომბრიდან ამ საფრთხემ სრულიად განსხვავებულ დონეს მიაღწია. ვფიქრობ, დადგა დრო ბევრად უფრო დიდი სიფხიზლისა“, – აღნიშნა კრისტოფერ რეიმ.