მეთიუ მილერი: ისრაელის მთავრობას აშშ-სთვის არ წარუდგენია ჰუმანიტარული ან სამხედრო გეგმა რაფაჰთან დაკავშირებით

ისრაელის მთავრობას არ წარუდგენია აშშ-სთვის ჰუმანიტარული ან სამხედრო გეგმა რაფაჰთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის არ გააკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რა ისაუბრა აშშ-მა ისრაელის მთავრობასთან.

„ჩვენ განვაცხადეთ როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ, რომ მათ არ შეუძლიათ ან არ უნდა შევიდნენ რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების გეგმის გარეშე, რომელიც მისაღები იქნება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რაფაჰში, სადაც 1 მილიონზე მეტი დევნილი გაიქცა, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას კვლავ აპირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შაბათს MSNBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რაფაჰში ოპერაცია „წითელი ხაზია“, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელის მხარდაჭერას მაინც გააგრძელებს.

მანამდე აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელის ძალების მხრიდან რაფაჰში სამხედრო ოპერაციების სასწრაფოდ გაფართოებას ამჟამად არ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები