რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ
რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება.
„სწავლების პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება არაბეთის ზღვის, ომანის ყურის წყლებში“, – აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა.
ამასთან, აღნიშნულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც დამკვირვებლის როლს შეასრულებენ.