ნეთანიაჰუს თქმით, ის და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა „ჰამასი“ უნდა გაანადგუროს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა „ჰამასი“ უნდა გაანადგუროს.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი თანხმდება, რომ „შუა გზა“ არ არსებობს.
როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა Fox Channel-თან ინტერვიუში აღნიშნა, ისრაელმა სამხედრო ოპერაციის დაყებამდე, პირველ რიგში, რაფაჰიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გაყვანა უნდა უზრუნველყოს.
„ჩვენ ვთანხმდებით ამაზე. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.