ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოქალაქეებმა  მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რეფერენდუმის პირველი პუნქტი ოჯახის კონსტიტუციური დეფენიციის გაფართოებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი აღარ ჩაითვლება ქორწინების კავშირზე დაფუძნებულ ცნებად, არამედ ისეთ კავშირად, რომელიც დაფუძნებულია მყარ ურთიერთობებზე, მათ შორის ერთნაირსქესიან წყვილებშიც.

მეორე პუნქტი ეხებოდა ქალის როლის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქალის სტატუსი ოჯახში გენდერულად ნეიტრალური იქნებოდა და თითოეული ოჯახის წევრი იზრუნებდა ერთმანეთზე.

რეფერენდუმის შედეგს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარდაკარი გამოეხმაურა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო უმრავლესობის დარწმუნება, რომ ხმა მიეცათ ამ ცვლილებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა ვარადკარმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები