თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება – მისამართები და აღდგენის დრო
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
“ვაკის რაიონში – წყნეთი, დიდგორის ქ. N24-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:55-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა წყნეთში: დიდგორის ქუჩას და ჩიხს.
აღნიშნულ გამორთვას დაემატა: გიორგი სააკაძე, თამარ მეფე, მაია წყნეთელი(ყველაფრით), სოხუმი, მწვანე ქ.
დიდუბის რაიონში – ქართულ ამერიკული მეგობრობის და ბობ უოლშის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:10-დან 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს და ბალანჩინის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში – დიმიტრი ჟღენტის ქ. N 44 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/03 17:30-დან 10/03 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: დიმიტრი ჟღენტი, დომენტი ჟღენტი, ბახმარო, ზედაუბანი, რაჭის ქუჩა, მაღარო, კოდალო და ენისელის ქუჩებს.
აღნიშნულ არეალს დაემატა: ურიდიას- (იგივე ჩოდრიშვილის), გულრიფშის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლევან ქართლელიშვილის, საჭილაოს N 47-დან N 62, კობალაძის(კალიუჟინის), სართანიას, ვასილ თამარაშვილის, ლევან ცქიტიშვილის, მიტინგის, რაჭის,ახტალის, ბახმაროს,ზედაუბნის ქუჩები.
წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 10/03 12:00-მდე.
ჩუღურეთის რაიონში – ჭალადიდის ქ. N 7/9-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/03 23:55-დან 10/03 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჭალადიდის და სენაკის ქუჩებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.