პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წამოჭრილი დისკუსია უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ სასარგებლოა რუსეთზე ზემოქმედებისთვის.

ამის შესახებ მან პოლონეთის სეიმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების 25 წლისთავს მიეძღვნა.

მაკრონის სიტყვების კომენტირებისას სიკორსკიმ გაიხსენა, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა ისტორიაში, კერძოდ, 1950-1953 წლების კორეის ომის დროს, როდესაც სახელმწიფოთა კოალიცია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით წავიდა ქვეყნის დასახმარებლად.

„ამის გათვალისწინებით, აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის.

ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეების საფრანგეთის ინიციატივას, რადგან, ჩემი აზრით, მათ აქვთ კარგი განზრახვა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ჩვენ არაფერს კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები