ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

“მემორიალი სრულად განახლდა, შეიცვალა კომპოზიცია, განთავსდა ახალი ქანდაკება (მოქანდაკე გიორგი კიკვაძე), ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, გამწვანებითა და განათებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები