ირაკლი ზარქუა – პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, მაღალი ინფლაციის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის და ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, სადაც თურმე საქართველოს სიახლეები ნათია კობერიძემ უნდა გააცნოს

“პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, მაღალი ინფლაციის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის და ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, სადაც თურმე საქართველოს სიახლეები ნათია კობერიძემ უნდა გააცნოს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ, პოლონეთი რას იზამს. როგორ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და უცხო ქვეყნის მაუწყებლობის დაფინანსებისთვის მოიცალო? ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ ვითარება აქ არიონ, შემდეგ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო მოიყვანონ, გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo დააარსა. ტელევიზიაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები