რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი
რუსი სამხედროები ხარკოვის ოლქში სამოქალაქო მანქანას დრონებით თავს დაესხნენ, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„დაახლოებით 15:00 საათზე ვოვჩანსკში მტრის FPV თვითმფრინავი სამოქალაქო მანქანას დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 58 წლის კაცი და 53 წლის ქალი. თვითმხილველების თქმით, შესაძლოა, კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო მანქანაში“, – ნათქვამია სინეგუბოვის განცხადებაში.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი, კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ.