ნორვეგია უკრაინას საარტილერიო მასალებით დაეხმარება

ნორვეგია, მესამე ქვეყნებში უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესყიდვის მიზნით, 153 მილიონ დოლარამდე გამოყოფს.

ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ნორვეგია უკრაინას მხარს საარტილერიო საბრძოლო მასალით უჭერს, “როგორც საკუთარი მარაგებიდან, ასევე, უშუალოდ ინდუსტრიიდან. დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ 1,6 მილიარდი ნორვეგიული კრონის შეტანა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ ინიციატივაში, რათა უკრაინას რას შეიძლება სწრაფად, საარტილერიო მასალა მივაწოდოთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები