ჩინეთი ევროპის 6 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.
კერძოდ, 14 მარტიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება შვეიცარიასთან, ირლანდიასთან, უნგრეთთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და ლუქსემბურგთან.
„ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
როგორც ვან იმ აღნიშნა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უცხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.