იაგო ხვიჩია: მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ მისი ძმა სატანას ვაზიარეთ – ის ოფისში მოვიდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა
“გირჩის” ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხვიჩიამ მომხდარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრა**, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხვდა. გამოძიებასთან არ ვთანამშრომლობ”, – ამბობს ხვიჩია.