მოემზადეთ ცხელი ზაფხულისთვის liloshop.ge-სთან ერთად – შეარჩიეთ სასურველი ზომის აუზი საუკეთესო ფასად
მიიწურა ზამთარი და იწყება მზადება ცხელი სეზონისთვის, რომლის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი არის აუზი.
აუზების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი არის Intex-ი და Bestway, მათი ნაწარმი დროს უძლებს, გამოცდილია და შესაბამისად, ხარისხიც მისაღებია მომხმარებლისთვის.
სად შევიძინოთ გასაბერი აუზები?
ხსენებული გასართობის დიდი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად აქვს საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის – „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიას liloshop.ge, სადაც ნებისმიერი ბიუჯეტით შეარჩევთ სასურველ აუზს როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
ლილოშოპის გასაბერი აუზების ფასები მისი ზომიდან გამომდინარე უფრო ბიუჯეტურია, 125 ლარიდან იწყება და 800 – 1000 ლარამდე მერყეობს, უფრო მაღალი ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში უკვე კარკასულ აუზებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.
აუზების მწარმოებელი ბრენდი Intex-ი მომხმარებლებში დიდი სანდოობითა და პოპულარობით სარგებლობს, 40 წელია არსებობს ბაზარზე და მისი დევიზია შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. Intex-ი აწარმოებს გასაბერ, კარკასულ და ეზოს აუზებს. პროდუქცია გათვლილია როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულ ადამიანებზე.
Liloshop.ge-ზე Intexის აუზების ფართო ასორტიმენტია, ფორმა და ვიზუალი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომელზე შეაჩერებთ არჩევანს ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მის გამძლეობაში ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებულები შეგიძლიათ იყოთ.
Intex-ის კარკასული აუზის ფასები 1300 ლარიდან იწყება და 2500 ლარამდე მერყეობს, იგი განკუთვნილია მოზარდებისა და უფროსებისათვის, პატარების მასში მოთავსების შემთხვევაში კი უფროსებს მეტი ყურადღება მართებთ.
რაც შეეხება, Bestway-ს, იგი 1994 წლიდანაა წარმოდგენილი ბაზარზეა და მისი სამოქმედო ფრაზაა – „თქვენი გამხიარულება, ჩვენი საქმეა.“ ბრიტანული ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მორგებულია მთელ ოჯახზე. დიდსა თუ პატარას ყველას შეუძლია, შეარჩიოს სასურველი ფორმისა და ზომის გასაბერი, კარკასული და ეზოს აუზები.
Bestway მომხმარებელს სთავაზობს როგორც გასაბერ, ასევე კარკასულ აუზებს. მრგვალი, მართკუთხა, სადა, თუ ჭრელი ნებისმიერის შეძენაა შესაძლებელი liloshop.ge-ზე.
თუ აგარაკზე დიდი სივრცე გაქვთ, კარკასული აუზი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მოჰყვება კიბე, აქვს წყლის ფილტრი და წყლის დამცლელი სარქველი. მის კომპლექტაციაში ასევე არის ქლორის დოზატორი, რაც მნიშვნელოვანია ჰიგიენის დასაცავად.
გასაბერი აუზი უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, არ არის ძალიან ღრმა, რაც მშობლებს აძლევს საშუალებას, პატარები მშვიდად ათამაშონ ყველასთვის საყვარელი გასართობით.
Liloshop.ge-ზე შოპინგის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას თბილისში უფასოდ მოგაწვდიან, აუზები სწორედ რომ ამ კატეგორიაში გადის, ამიტომ შეარჩიეთ, შეიძინეთ და დახვდით ზაფხულს მომზადებულები.