თბილისში დაკარგული არასრულწლოვნები პოლიციამ იპოვა

თბილისში დაკარგული ორი არასრულწლოვანი ნაპოვნია.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდები სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, არასრულწლოვნების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოჯახის ახლობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, მოზარდები გუშინ დაიკარგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები