შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს საქართველო იყო მაჩანჩალა რეგიონში ეკონომიკური განვითარებით
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, არც სოციალურ დახმარებაზე, არც სამედიცინო სერვისებზე, არც უმუშევრობის დონეზე, მათ დროს ეს ყველაფერი იყო კატასტროფა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველო რეგიონში ეკონომიკური განვითარებით მაჩანჩალა იყო.
“ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რაღაც დაბეჭდილი ფურცლებით და რიცხვებით ატარებენ ბრიფინგებს. ხელოვნურია და ჩანს ამერიკული გემოვნება ამის უკან. ხელოვნურია და ჩანს ეს. ადამიანებზე ფიქრის გამო კი არ აკეთებენ ამას. იმიტომ აკეთებენ, რომ პიარ ტექნოლოგმა ურჩია, რომ ამ მეთოდით უფრო მეტად დააბნევთ საზოგადოებას და იმოქმედებთ მათ ემოციებზე.
თუ შევხედავთ შინაარსს, მე არც ამ შინაარსში შესვლას ვურჩევდი ოპოზიციას. თუ მათ უნდათ ამ შინაარსში შესვლა, როდის იმატებდა ფასები, როგორი იყო ხელფასები მათ დროს, როგორი იყო სიღარიბის დონე მათ დროს. შევადაროთ სამეზობლოს ფასებს და ამ ყველაფერზე მიიღებენ პასუხს. ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ტყუილი კამპანია, პოპულისტური იმისთვის, რომ იმოქმედონ ემოციებზე. ამავე მოედანზე დამარცხდებიან ისინი იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, არც სოციალურ დახმარებაზე, არც სამედიცინო სერვისებზე, არც უმუშევრობის დონეზე. მათ დროს ეს ყველაფერი იყო კატასტროფა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველო იყო მაჩანჩალა რეგიონში ეკონომიკური განვითარებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.