რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, მიუხედავად ამისა, ღირსებით გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე

“ჩვენ უკვე უზრუნველვყავით, რომ 9 ნაბიჯით გათვალისწინებული საკითხების ასახვა მოჰყვა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომლის განხილვა დავიწყეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია განხილვებში არ მონაწილეობს, რაც სამწუხაროა.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური ნაწილი ამ განხილვებს არ ესწრებოდა. მათ აზრიც კი არ დააფიქსირეს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ისინი ისევ საბოტაჟის რეჟიმში არიან ან უბრალოდ რესურსი არ აქვთ, რომ პოლემიკაში შემოვიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი გაგრძელდება და ღირსებით გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები