ისლანდიის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება
ისლანდიის პრეზიდენტი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი დაესწრება.
დღესვე ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე, გუდნი იოჰანესონი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.