გია ცაგარეიშვილი: კრამონი აქ ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ, ეს სხვა ევროპარლამენტარებმა მოიკითხონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი „ქრონიკასთან“ გამოცემა Politico-ში სამი ევროპარლამენტარისა და „გავლენის აგენტის“ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

„ქალბატონი კრამონი ჩვენ გვახსოვს საქართველოში ბევრ ფორუმზე, სადაც გამოდიოდა და საქართველოს მთავრობას პირდაპირ გვამუნათებდა, რომ რუსეთთან არავითარი ურთიერთობა საჭირო არ არისო. კრამონი ერთი ხელით აქ შეხვედრებს მართავს, ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, შემდეგ ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ კალინინებთანანტიჩებთან ევროდეპუტატები, ეს მოიკითხოს ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, მოიკითხოს სხვა ევროპარლამენტარებმა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა Politico დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები