ბაიდენი აცხადებს, რომ პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასის“ ხელშია

US President Joe Biden speaks to reporters before boarding Air Force One at Hagerstown Regional Airport in Hagerstown, Maryland, on March 5, 2024. Biden is returning to Washington, DC, after spending the weekend at the Camp David presidential retreat. (Photo by Mandel NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასის“ ხელშია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხარეებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარე ომს შეაჩერებს და მძევლების გათავისუფლებას მოიტანს, კვლავ გრძელდება.

„ეს [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება] ახლა „ჰამასის“ ხელშია“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ლიდერმა.

მისივე თქმით, ისრაელის მთავრობა თანამშრომლობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აუცილებელია.

„ვნახოთ, რას გააკეთებს „ჰამასი“, – დასძინა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები